თეგებით ძიება
14. 02. 2022 COVID - 19

"მწვანე საშვის” მოქმედება “ომიკრონის” პირობებში პრაქტიკულად აზრს კარგავს" - თამარ გაბუნია პრემიერის განცხადებაზე

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე, თამარ გაბუნია ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას ეხმაურება.


“განცხადება შეეხებოდა „მწვანე საშვების” გაუქმების შესახებ განმარტებას და იმას, რომ “მწვანე საშვის” მოქმედება “ომიკრონის” პირობებში პრაქტიკულად აზრს კარგავს. გადატანილის სტატუსი და ასევე ვაქცინაცია, ცხადია, აღარ არის “ომიკრონის” პირობებში გარანტია, რომ პირი არ დაინფიცირდეს. ამდენად, მწვანე საშვის მოქმედების შესახებ გადაწყვეტილება საბჭომ მიიღო უკვე რამდენიმე კვირის წინ. რაც შეეხება ვაქცინის ეფექტურობას, ვაქცინა ინფექციის გადაცემისგან “ომიკრონის” პირობებში შედარებით ნაკლებად იცავს და ამის შესახებ მტკიცებულებები არსებობს, თუმცა იცავს ჰოსპიტალიზაციის და გარდაცვალებისგან”, – თქვა გაბუნიამ.

ცნობისთვის, პრემიერ-მინისტრი „მწვანე პასპორტების“ გაუქმებას იმ ფაქტით ხსნის, რომ ვაქცინა არ იცავს კორონავირუსის „ომიკრონის“ შტამით ინფიცირებისგან.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა