"პრემიერის განცხადებამ საბოლოოდ დაასრულა ვაქცინაცია. არადა, ადამიანები იღუპებიან" - ელისო კილაძე
"ომიკრონის" შემთხვევაში ვაქცინა არ მუშაობს, ვაქცინირებულ პირს ჩვეულებრივ ემართება. მაგალითი მე ვარ" - პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის ამ განცხადებას ჟურნალისტი, ელისო კილაძე სოციალურ ქხელში აფასებს:
"ისედაც არ იცრება ხალხი და პრემიერის განცხადებამ რომ ვაქცინირებულებსაც ემართებათ "ომიკრონი", საბოლოოდ დაასრულა ვაქცინაცია.
არადა, ადამიანები იღუპებიან,,პანდემია საერთოდ არ იმართება, საავადმყოფოები სავსეა...", - წერს კილაძე.