ლარი გამყარდა - ვალუტის კურსი
სებმა ეროვნული ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 21 თებერვლის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.9769 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.9778 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებით 0.09 თეთრი შეადგინა.
გაუფასურდა ევრო, რომლის კურსი 3.3821 ლარია. მაშინ როცა დღეს მოქმედი კურსი 3.3843 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.22 თეთრი შეადგინა.
გაუფასურდა თურქული ლირა, რომელიც 0.2183 ლარს შეადგენს, ხოლო გამყარდა ფუნტი და 4.0578 ლარი ეღირება.
დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები, ხვალიდან 22 თებერვლიდან შევა ძალაში.