თეგებით ძიება

ლარი გაუფასურდა - ვალუტის კურსი

სებმა ეროვნული ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 23 თებერვლის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გამყარდა და 3.0162 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 3.0030 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებით -1.32 თეთრი შეადგინა.

გამყარდა ევრო, რომლის კურსი 3.4249 ლარია. მაშინ როცა დღეს მოქმედი კურსი 3.4063 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 1.86 თეთრი შეადგინა.

გამყარდა თურქული ლირა, რომელიც 0.2185 ლარს შეადგენს, ასევე გამყარდა ფუნტი და 4.1002 ლარი ეღირება.

დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები, ხვალიდან 24 თებერვლიდან შევა ძალაში.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა