თეგებით ძიება

ოპოზიცია პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე პრემიერის მოსმენას ითხოვს

ოპოზიციის მიერ ინიცირებულ პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის მოსმენას მოითხოვენ.

პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან შესაბამისი მიმართვის თანახმად, პარლამენტის რიგგარეშე სხდომა 25 თებერვალს, შემდეგი დღის წესრიგით უნდა ჩატარდეს:

პრემიერ-მინისტრის მოსმენა უკრაინაში დაწყებული ომის, არსებული გეოპოლიტიკური ვითარებისა და საქართველოს პოზიციონირების შესახებ;

საქართველოს პარლამენტის მიერ უკრაინაში მიმდინარე რუსეთის სამხედრო აგრესიის დაგმობის, ქმედითი დახმარების აღმოჩენის, მათ შორის ჰუმანიტარული, ასევე უკრაინის თავისუფლების, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდასაჭერად;

როგორც პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა რიგგარეშე სხდომის ჩატარებაზე თხოვნას ხელს მოაწერს.

პარლამენტის რიგგარეშე სესიის ან რიგგარეშე სხდომის მოწვევის აქტი გამოიცემა წერილობითი მოთხოვნის წარდგენიდან 48 საათის განმავლობაში.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა