ლარი გაუფასურდა - ვალუტის კურსი
სებმა ეროვნული ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 24 თებერვლის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გამყარდა და 3.1331 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 3.0162 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებით 11.69 თეთრი შეადგინა.
გამყარდა ევრო, რომლის კურსი 3.5031 ლარია. მაშინ როცა დღეს მოქმედი კურსი 3.4249 ლარს შეადგენდა.
შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 7.82 თეთრი შეადგინა.
გაუფასურდა თურქული ლირა, რომელიც 0.2180 ლარს შეადგენს, ხოლო გამყარდა ფუნტი და 4.2059 ლარი
ეღირება.
დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები, ხვალიდან 25 თებერვლიდან შევა ძალაში.