თეგებით ძიება

"პოლიტიკა რა შუაშიაო თუ იკითხავთ, იმ შუაშია, პუტინს რომ მოვუტ*ან დედის ტ*აკი!" - დავით ზურაბიშვილი

"რესპუბლიკური პარტიის" ყოფილი წევრი, დავით ზურაბიშვილი რუსეთ-უკრაინის ომს ეხმაურება და სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:

"წინასწარ ვაცხადებ, რომ სტატუსი პოლიტიკაზეა.
ყოველ დილით მაქვს ტრადიციული რიტუალი: უნდა გადავყარო ნაგავი და მოვიტანო პური.
დღეს დილითაც ავიღე პურის ჩანთა, ნაგვის ფუთა და ის იყო გასვლა დავაპირე, რომ ცოლმა შარვალი დასვრილი გაქვს, ამით გარეთ გასვლა არ შეიძლება, მოიტა გაგირეცხავო. დავდე ჩანთა და ფუთა და გამოვიცვალე.
ამის მერე გავდივარ და უკვე სადარბაზოში ვაცნობიერებ, რომ დამრჩა პურის ჩანთა. ვდებ ნაგვის ფუთას იქვე კუთხეში, ვბრუნდები სახლში და ვიღებ ჩანთას.
უკვე სადარბაზოდან გამოვედი და ქუჩაში ვარ, რომ ვაცნობიერებ: ამჯერად ნაგვის ფუთა დამრჩა და სხვა რა გზაა? ვბრუნდები, ვიღებ.
და უკვე როცა პურის მაღაზიასთან ვარ მისული, მერეღა მახსენდება, რომ ფულიც და ის საკრედიტო ბარათიც სადაც რაღაც თანხა დევს, იმ შარვალშია, რომელიც გამოვიცვალე.
ვრეკავ სახლში მობილურით ცოლთან, რომ სარეცხ მანქანაში არ შეუძახოს მთელ ჩემს ავლა-დიდებას. არ იღებს ტელეფონს. ეტყობა არ ესმის ან ხმა აქვს დაწეული.
რა უნდა მექნა? გამოვარდი სახლში. კიდევ კარგი მოვუსწარი და საკუთარი ფული გარეცხვას გადავარჩინე ამ სიტყვის პირდაპირი გაგებით.
ჰოდა, პოლიტიკა რა შუაშიაო თუ იკითხავთ, იმ შუაშია, პუტინს რომ მოვუტყან დედის ტრაკი! მთელი ღამე ხან ჯემნიუსის ტელეგრამს ვუზივარ, ხან უჩა აბაშიძის ფბ გვერდს, ხან დოჟდს ვუყურებ, ხან კიდევ კიევში ვემესიჯები ძველ მეგობარს და ა. შ. და ა.შ. და თითქოს ღამის ტეხვა არ მყოფნის, დილითაც სხვაზე ვერაფერზე ვფიქრობ და მეფანტება ყურადღება. ასაკში ვარ ბოლო-ბოლო და იულიუს კეისარივით ერთდროულად რამდენიმე საქმეს ვეღარ ვაბამ თავს! არადა ლამის მესამე მსოფლიო ომის ზღვარზე ვდგავართ და როგორ გინდა ამაზე არ იფიქრო და არ ინერვიულო? ისე, რაც ეს დღეები პუტინს გინება მისდის მსოფლიოს ყველა კუთხიდან, რამე ენერგეტიკული ფლუიდების და აურის მაგვარი თუ არსებობს ფიზიკურ სამყაროში, კი უნდა მოეტყნას დედის პროჭი მაგ ნაბიჭვარს და ახლა რატომ იგინები ამხელა კაციო, ის არ მითხრათ არავინ!", - წერს ზურაბიშვილი.



თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა