ლარი გაუფასურდა - ვალუტის კურსი
სებმა ეროვნული ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 28 თებერვლის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გამყარდა და 3.2054 ლარი შეადგინა. კურსი,რომელიც დღეს მოქმედებდა, 3.1540 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში -5.14 თეთრი შეადგინა.
გამყარდა ევრო, რომლის კურსი 3.5859 ლარია. მაშინ როცა დღეს მოქმედი კურსი 3.5255 ლარს შეადგენდა.
შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 6.04 თეთრი შეადგინა.
გამყარდა თურქული ლირა, რომელიც 0.2316 ლარს შეადგენს, ასევე გამყარდა ფუნტი და 4.2911 ლარი ეღირება.
დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები, ხვალიდან 1 მარტიდან შევა ძალაში.