თეგებით ძიება

ოკუპირებულმა აფხაზეთმა შეიარაღებული ძალები საბრძოლო მზადყოფნაში მოიყვანა

ოკუპირებული აფხაზეთის შეიარაღებული ძალები საბრძოლო მზადყოფნაში მოიყვანეს. თუმცა, როგორც "თავდაცვის სამინისტროში" განმარტავენ, ეს მხოლოდ გეგმიური სწავლებაა.

„შეიარაღებული ძალების სპეციალური ქვედანაყოფები სამსახურის განსაკუთრებულ რეჟიმზე არიან გადასული და რესპუბლიკის შეიარაღებული ძალები მზად არიან დანიშნულებისამებრ დავალებების შესასრულებლად“, - განმარტა ე.წ. თავდაცვის მინისტრმა ვლადიმირ ანუამ.

ამასთან, ოკუპირებული აფხაზეთის "პრეზიდენტის პრესსამსახურის" ცნობით, დე ფაქტო პრეზიდენტმა ასლან ბჟანიამ "თავდაცვის მინისტრთან" უკრაინის ტერიტორიაზე განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებული საკითხები განიხილა. "პრეზიდენტმა" მიუთითა აუცილებლობაზე, „მზად იყვნენ ნებისმიერ პროვოკაციაზე რეაგირებისათვის“.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა