ბევრნი იყვნენ, რაც შემეძლო პასუხი გავეცი. ვითხოვ, რომ ეს კადრები გასაჯაროვდეს - ლევან გოგიჩაიშვილი თავდასხმაზე
"გახარია საქართველოსთვის" პარტიის წევრს, ლევან გოგიჩაიშვილს მეტროში 20-მდე ადამიანი დაესხა თავს. გოგიჩაიშვილი "ტვ პირველის" ეთერში მომხდარის დეტალებს იხსენებს და ამბობს, რომ მასზე ანგარიშსწორება, სავარაუდოდ, ალკოჰოლის თრობის ქვეშ მყოფმა პირებმა განახორციელეს.
წარმოდგენა არ მაქვს ვინ იყვნენ. ალკოჰოლის სუნი ასდიოდათ. ცუდად გამოიყურებოდნენ. იყვნენ ძალიან გამომწვევები. ერთ-ერთმა შეურაცხყოფა მომაყენა, მეც დავუბრუნე პასუხი და დაიწყო ჩხუბი, სერიოზული ჩხუბი ვაგონში. ბევრნი იყვნენ, რაც შემეძლო პასუხი გავეცი.
ეს კადრები აქვს, სავარაუდოდ, მეტროპოლიტენს და ვითხოვ, რომ ეს კადრები გასაჯაროვდეს. უნდა დაინახოს მთელმა ქვეყანამ მშიშარა ხროვის სახე. გამორიცხულია, რომ მათ რაიმე ვაპატიო. სავარაუდოდ, ეს არის აგენტურა. აგენტურის ვიზუალი ჰქონდათ. ყველა, ვინც ამ ადამიანების გუნდს ხელმძღვანელობს, მოუწევთ პასუხისმგებლობა", - ამბობს ლევან გოგიჩაიშვილი.