თეგებით ძიება

"ჩემს შვილს უდანაშაულო მამა მოუკლეს, მეზიზღებით!” - მაგდა ვასაძის ყოფილი ქმარი რუსმა ოკუპანტებმა მოკლეს

რუსმა ოკუპანტებმა კიდევ ერთი ქართველი შეიწირეს – ბათუმელი ასლან ბოლქვაძე. ის 37 წლის იყო და 10 წელი კიევში ცხოვრობდა. ის სამოქალაქო პირი იყო და არა სამხედრო.

ასლან ბოლქვაძე მომღერალ მაგდა აბესაძის ყოფილი ქმარი იყო.
"ჩემს შვილს ერთადერთი უდანაშაულო მამა მოუკლეს უკრაინაში ამ დამპალმა და ვერაგმა ხალხმა… მეზიზღებით! უმამოდ დატოვეს მაშინ, როცა ყველაზე მეტად სჭირდებოდა მამა” – დაწერა მაგდა ვასაძემ.

ოჯახის ინფორმაციით, ასლან ბოლქვაძე ორი დღის წინ მენჯში დაიჭრა და ბევრი სისხლი დაკარგა. კლინიკაში ორი ოპერაცია ჩაუტარდა, მაგრამ მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. ბევრი სისხლი დაკარგა, სისხლს ვერ შოულობდნენ, მერე გადაუსხეს, თითქოს მისი მდგომარეობა დასტაბილურდა, მაგრამ… როგორ მოხდება მისი ცხედრის გადმოსვენება, ჯერჯერობით უცნობია.


წყარო


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა