თეგებით ძიება
03. 03. 2022 COVID - 19

გარე სივრცეებში ნიღაბმა აქტუალობა დაკარგა - მაია ბუწაშვილი

ინფექციონისტი, მაია ბუწაშვილი სოციალურ ქსელში წერს, რომ გარე სივრცეში პირბადემ აქტუალობა დაკარგა.

„ამ გაგანია ომში რა მაგის პასუხია და მე მგონი, გარე სივრცეებში ნიღაბმა აქტუალობა დაკარგა. ბევრი დიდად არც იკლავს თავს ნიღბის ტარებით და ბევრს სრულიად ფორმალურად უკეთია. ზოგსაც ისეთი ჭუჭყიანი ნიღაბი აქვს, ასეთი ნიღაბი მხოლოდ მიკროორგანიზმების წყარო შეილება იყოს.

მე ვფიქრობ დიდ შეკრებებზე შეიძლება ისევ დარჩეს მოთხოვნა, მაგრამ ცალკეული ინდივიდებისთვის ქუჩაში და პარკებში აღარ უნდა იყოს სავალდებულო. ვინც მოტივირებული იყო და თვლიდა, რომ გარე სივრცეშიც ჭირდება ნიღბით თავდაცვა, ის, ცხადია, ისევ გააგრძელებს გამოყენებას. უბრალოდ ჩემი პირადი აზრია, როგორც რიგითი ექიმის. ამიტომ მაინცდამაინც ნუ ჩამქოლავთ,“ - ბუწაშვილი.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა