თეგებით ძიება

სალომე ზურაბიშვილი ენტონი ბლინკენს ესაუბრა

საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი აშშ-ის სახელმწიფო მდივანს, ენტონი ბლინკენს ტელეფონით ესაუბრა. ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.

სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის ცნობით, პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა და სახელმწიფო მდივანმა ისაუბრეს უკრაინაში რუსეთის მხრიდან არაპროვოცირებულ და გაუმართლებელ თავდასხმასა და რუსეთის მხრიდან საქართველოს ოკუპაციაზე. ენტონი ბლინკენმა მადლიერება გამოხატა უკრაინის მიმართ საქართველოს ხალხისა და პრეზიდენტ ზურაბიშვილის მტკიცე მხარდაჭერისთვის.

ამასთან, ბლინკენმა ხაზი გაუსვა აშშ-ს მტკიცე ერთგულებას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი და აღნიშნა, რომ აშშ გააგრძელებს ქართველი ხალხის მხარდაჭერას დემოკრატიული და ევროატლანტიკური მომავლისკენ.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა