აშშ კვლავ შეშფოთებულია საქართველოში დემოკრატიული ინსტიტუტების ტრაექტორიისა და საარჩევნო პროცესის გამო - სალივანი
თეთრი სახლის მრჩეველმა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში, ჯეიკ სალივანმა Globalnew.ge-სთან მიცემულ ინტერვიუში საქართველოში წინასაარჩევნო გარემო და პოლიტიკური პროცესები შეაფასა.
ჩვენ ძალიან მკაფიოდ გამოვხატეთ ჩვენი შეშფოთება საქართველოში დემოკრატიული ინსტიტუტებისა და საარჩევნო პროცესის ტრაექტორიასთან დაკავშირებით და კვლავაც შეშფოთებულები ვართ ამის გამო. საბოლოო ჯამში, საქართველოს მომავალი ქართველმა ხალხმა უნდა გადაწყვიტოს თავისუფალ და სამართლიან პროცესში. არამგონია, საქართველოში ვინმეს სურდეს საკუთარი ქვეყანა ჩადოს სხვა ქვეყნის ინტერესებში, მათ შორის, ჩინეთის", - აღნიშნა ჯეიკ სალივანმა.