თეგებით ძიება

რუსეთს ნებისმიერ დროს შეუძლია საქართველოსკენ დაიძრას, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ შევცვლით ევროატლანტიკური ინტეგრაციის კურსს - ზურაბიშვილი

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ტელეკომპანია CNN-თან რუსეთის აგრესიის შესახებ ისაუბრა. მისი თქმით რუსეთის მხრიდან მუდმივი სამხედრო საფრთხის მიუხედავად, ქვეყანა თავის ევროატლანტიკურ მისწრაფებაზე უარს არ იტყვის.


"ახლა ვლადიმერ პუტინი ამბობს, რომ ყველაფერი გეგმის მიხედვით მიდის, თუმცა ამაში დარწმუნებული არ ვარ. ახლა, როგორც ჩანს, ის მთელ ქვეყანას ანადგურებს, ეს რაღაცნაირად მასობრივი განადგურების ომია. ჩვენ ყოველთვის ყურადღებიანები ვართ და შეშფოთებულები, რადგან გვაქვს საოკუპაციო ზოლი, საქართველოს 20% ოკუპირებულია, ამ ორ რეგიონში რუსეთს ორი დიდი სამხედრო ბაზა აქვს, შეუძლია, ნებისმიერ მომენტში დაიძრან, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ საქართველო შეცვლის ევროატლანტიკური ინტეგრაციის კურსს", - თქვა ზურაბიშვილმა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა