თეგებით ძიება

"უკრაინას მიხედეთ, უკრაინელებს, რა დროს თბილისი და მისი ტელემაყურებელია" - ლევან ნიკოლეიშვილი ზელენსკიზე

ანალიტიკოსი, ლევან ნიკოლეიშვილი უკრაინის პრზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის შესახებ სოციალურ ქსელში საუბრობს.

"სხვამ სხვისი იკითხოს, მაგრამ მე ჩემი მაინტერესებს. ზელენსკი აპირებს ქალაქებს მიმართოსო, მათ შორის თბილისსაცო - გამიკვირდათქო ვერ ვიტყვი, მაგრამ თუ მადლობა უნდა გვითხრას მხარადაჭერისთვის, არაფრის ბატონო, ამდენი მადლობა არ არის საჭირო! თუ ოპოზიციური არხის მეშვეობით რაღაც მიტინგზე ერთვები, თან საკრიტიკოდ, მაშინ მე მაქვს რამდენიმე კითხვა: 1. უკრაინაში ომია, და ვიღაცას „პო ხოდუ“, ჩვენთვის სცალია?! 2. სხვა ქვეყნის შიდა საქმეებში, ჩარევა როცა რუსეთი უკრაინაში შემოიჭრა, რამდენად მორალურად გამართლებულია? 3. ვინმეს უკრაინაში, სამატრაბაზოდ და სამაიმუნოდ სცალია, როცა მისი ხალხი იღუპება, მართლაც ამორალურია. 4. საქართველოს მოსახლეობამ არჩევნებით უარი უთხრა ნაციონალურ მოძრაობას, და ახლა მანდედან გინდათ შემოგვტენოთ? უკრაინას მიხედეთ, უკრაინელებს, რა დროს თბილისი და მისი ტელემაყურებელია !“ - წერს ლევან ნიკოლეიშვილი.



თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა