თეგებით ძიება

"კადიროველებმა ატომური ელექტროსადგურის თანამშრომლები მოკლეს“ - დავით არახამია

ფრაქცია „ხალხის მსახურის“ ხელმძღვანელმა დავით არახამიამ განაცხადა, რომ კადიროველებმა ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურის, რამდენიმე თანამშრომელი მოკლეს.

"კადიროველებმა ატომურ ელექტროსადგურზე მოკლეს რამდენიმე თანამშრომელი, რომლებიც აკონტროლებდნენ ბირთვულ უსაფრთხოებას. ვერ გეტყვით, რა არის ამ ჩეჩენი ბოევიკების გონებაში“, - განაცხადა არახამიამ.

არახამიამ, ასევე, ხაზგასმით აღნიშნა, რომ იგივე შეიძლება მოხდეს სამხრეთ უკრაინის ატომურ ელექტროსადგურზე.

„ამ საკითხზე ყველა უნდა გაერთიანდეს. შემდეგ შეიძლება სამხრეთ უკრაინის ატომური ელექტროსადგური დაიკავონ. ეს არის საერთაშორისო ტერორიზმის საფრთხე ბირთვულ ობიექტებზე“, - დასძინა მან.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა