თეგებით ძიება

მთავრობის განკარგულებით, საქართველოში მყოფ უკრაინის მოქალაქეებს, გადაუდებელი საჭიროების სამედიცინო სერვისებს სახელმწიფო დაუფინანსებს

საქართველოს მთავრობის განკარგულებით, საქართველოში მყოფ უკრაინის მოქალაქეებს, გადაუდებელი საჭიროების სამედიცინო სერვისებს სახელმწიფო დაუფინანსებს.

"ასევე უკრაინის მოქალაქეებისთვის, საჭიროების შემთხვევაში, უფასო იქნება COVID-19-ზე ტესტირება, კოვიდ კლინიკებში მკურნალობა და COVID-19 საწინააღმდეგო ვაქცინაცია.

უკრაინის მოქალაქეებისთვის სპეციალური ცხელი ხაზი 144–3 მუშაობს, რომელიც სამედიცინო სერვისებთან ერთად, მათი სხვა საჭიროების შესახებ, ინფორმაციას შეაგროვებს და შესაბამის უწყებებს მიაწვდის.

დახმარების პაკეტი ქვეყანაში მყოფ, იმ უკრაინელი ტურისტებს შეეხება, რომლებმაც საზღვარი 1-23 თებერვლის პერიოდში გადმოკვეთეს", - ნათქვამია ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაცაში.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა