თეგებით ძიება

საქართველოს მოქალაქეთა დახმარების მიზნით, ლვოვში დამატებითი საკონსულო პუნქტი ამოქმედდება

უკრაინაში განვითარებულ საომარ მდგომარეობასთან დაკავშირებით, მოქალაქეების გადაადგილებისა და კონცენტრაციის გათვალისწინებით, საგარეო საქმეთა სამინისტრომ მიიღო გადაწყვეტილება მოქალაქეთა დახმარების მიზნით ქალაქ ლვოვში აამოქმედოს დამატებითი საკონსულო პუნქტი.

უწყების ცნობით, პასპორტის არქონის შემთხვევაში, საკონსულო სამსახური გასცემს "დასაბრუნებელ მოწმობას", რითაც მოქალაქე შეძლებს სამშობლოში დაბრუნებას.

"ე.წ. ,,დასაბრუნებელი საბუთის" აღების მსურველებს ან ნებისმიერი სხვა სახის კითხვების არსებობს შემთხვევაში, გთხოვთ, დაუკავშირდეთ ლვოვის საკონსულო პუნქტს ცხელი ხაზის ნომრებზე, რომლებიც ხელმისაწვდომია 24 საათის განმავლობაში:
+380 (63) 376 77 68
+380 (63) 376 73 64", - აცხადებენ უწყებაში.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა