თეგებით ძიება

თქვენ ხართ ის ხალხი, ვინც დღეს წარმოადგენს საქართველოს ღირსებას - პრეზიდენტი პარლამენტის წინ შეკრებილ ხალხს

თქვენ ხართ ის ხალხი, ვინც დღეს წარმოადგენს საქართველოს ღირსებას, - ასე მიმართა უკრაინის მხარდამჭერ აქციაზე მყოფ ხალხს საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა.

"მე დღეს ვდგავარ იქ, სადაც საქართველო უნდა იყოს – პრეზიდენტ ზელენსკის გვერდით, უკრაინის გვერდით. ეს არის ჩვენი კულტურის, ტრადიციის ღირსება. ქართველი ერის ღირსება, რომ ჩვენ ვიდგეთ იქ, სადაც იბრძვის ჩვენი მეგობარი ქვეყანა თავისუფლებისთვის, დამოუკიდებლობისთვის, ევროპული მომავლისთვის. ჩვენც იქ ვართ, ჩვენც იქ ვიქნებით. მინდა აქედან გადავცე პრეზიდენტ ზელენსკის ჩემი თანადგომა, თქვენი თანადგომა. თქვენ ხართ ის ხალხი, ვინც დღეს წარმოადგენს საქართველოს ღირსებას. ამისთვის ძალიან დიდი მადლობა", - განაცხადა ზურაბიშვილმა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა