თეგებით ძიება

"უკრაინას ნამდვილად შეუძლია ომის მოგება რუსეთის წინააღმდეგ" - ენტონი ბლინკენი

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ უკრაინაში ომი უკვე იმგვარად არ მიდის, როგორც ეს შესაძლოა, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა დაგეგმა.

"ვერ გეტყვით, რამდენ ხანს გაგრძელდება ეს. ვერ გეტყვით, რამდენი დრო დასჭირდება. მაგრამ იდეა, რომ რუსეთს შეუძლია დაუმორჩილოს თავის ნებას 45 მილიონი ადამიანი, რომლებიც თავდაუზოგავად იბრძვიან თავიანთი მომავლისა და თავისუფლებისთვის, ეს არ ნიშნავს იმას, რომ რუსეთს უკრაინის პულსზე აქვს თითი, ეს ბევრს ამბობს“, – თქვა ბლინკენმა.

შკითხვაზე, შეეცდება თუ არა აშშ-ი რუსეთის ხელმძღვანელობის შეცვლას, რათა ბოლო მოეღოს შეჭრას, ბლინკენმა უპასუხა:

"ჩვენ ამას არ ვცდილობთ და ნებისმიერ შემთხვევაში, ეს ჩვენზე არ არის დამოკიდებული. რუსმა ხალხმა უნდა გადაწყვიტოს თავისი ხელმძღვანელობის საკითხი“.



თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა