თეგებით ძიება

"თუ ისინი მოვლენ მშვიდობიანად და არა რაიმე დამახინჯებული ზრახვებით, მისასალმებელი იქნება" - სალომე ზურაბიშვილი რუსეთის მოქალაქეების საქართველოში ჩამოსვლასთან დაკავშირებით

რუსეთ-უკრაინის ომის გამო, რუსეთის ეკონომიკა საგრძნობლად შესუსტდა, ამის გამო რამდენიმე დღეა საქართველოში რუსი მოქალაქეების სიმრავლე შეინიშნება.

ტელეკომპანია Bloomberg-ის ჟურნალისტის კითხვას, წარმოადგენს თუ არა საქართველოსთვის რუსეთის მოქალაქეების საქართველოში შემოსვლა უსაფრთხოების გამოწვევას, პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ასე პასუხობს:

"არ მგონია, იყოს უსაფრთხოების გამოწვევები, არ ვეთანხმები ამ ხედვას. მგონია, რომ რუსები, რომლებიც საზღვარს კვეთენ საქართველოში ჩამოსასვლელად, არიან ისინი, ვინც სავარაუდოდ არ არიან კმაყოფილი იმ სურათით, რასაც დღეს საკუთარი მთავრობისგან იღებენ.

ისინი სავარაუდოდ, მოხიბლული არიან მეზობელი ქვეყნით, რომელიც ყოველთვის ტოლერანტული ქვეყანა იყო. თუ ისინი მოვლენ მშვიდობიანად და არა რაიმე დამახინჯებული ზრახვებით, მისასალმებელი იქნება, რადგან ვფიქრობ, დღეს მე რომ ვიყო რუსი, არ ვიქნებოდი დიდად ამაყი და არ მენდომებოდა რუსეთში ცხოვრების გაგრძელება," - აცხადებს სალომე ზურაბიშვილი.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა