თეგებით ძიება

პრეზიდენტმა კონსულტაციების გარეშე, საჯაროდ გამოაქვეყნა თავის სურვილი - ირაკლი კობახიძე

პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის თქმით, პრეზიდენტმა კონსულტაციების გარეშე, საჯაროდ გამოაქვეყნა თავის სურვილი, 5 მარტს პარლამენტში მისვლაზე, თუმცა ერთი თვის წინ იყო ამ საკითხზე კონსულტაციები და გადაწყვეტილი იყო 9 აპრილი.

„9 აპრილი იყო შეთანხმებული დაახლოებით ერთი თვის წინ. პრეზიდენტმა როცა მოისურვა ამ თარიღის შეცვლა, კიდევ ერთი კონსულტაციები უნდა გამართულიყო, თუმცა ნაცვლად იმისა, რომ მას მიემართა პარლამენტისთვის, კონსულტაციებისთვის, ამის მაგივრად მან საჯაროდ გამოაქვეყნა თავის განცხადება 5 მარტს პარლამენტში მოსვლაზე. რატომ მოხდა ეს, არ ვიცი, შეიძლება ტექნიკური მიზეზი იყო, არ ვიცი, მაგრამ ფაქტია, რომ ამ მცირე გადაცდომამ შექმნა ის უხერხულობა, რომელიც შეიქმნა“, – განაცხადა კობახიძემ "მოამბეში".

კითხვაზე, ხომ არ არის დაძაბულობა პრეზიდენტსა და უმრავლესობას შორის და რამდენად ხშირი კომუნიკაცია აქვთ მასთან, კობახიძემ აღნიშნა: „ჩვენ არ გვაქვს კომუნიკაციის პრობლემა, ნებისმიერ დროს მზად ვართ კომუნიკაციისთვის და შესაბამისად, ვერავითარ დაძაბულობაზე ვერ ვისაუბრებთ“.

მისივე თქმით, პრეზიდენტს შეუძლია, გამოთქვას საკუთარი პოზიცია შეუძლია, ჩაერთოს საგარეო პოლიტიკურ საკითხებში, მთავარია კონსტიტუცია იყოს დაცული.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა