თეგებით ძიება

"დახურეთ საჰაერო სივრცე, გადაარჩინეთ ჩვენი შვილები, რომ ხვალ თქვენი შვილები არ მოკვდნენ" - ელენა ზელენსკაია

უკრაინის პირველი ლედი, ელენა ზელენსკაია სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და წერს, რომ საომარი მოქმედებების გამო რუსულ აგრესიას 38 ბავშვის სიცოცხლე ემსხვერპლა, ის ნატოს წევრ ქვეყნებს მოუწოდებს, რომ ცა დაკეტონ რუსეთის თვითმფრინავებისთვის.

"უკრაინაში უკვე სულ მცირე 38 ბავშვი მოკლეს და ეს რიცხვი შეიძლება გაიზარდოს, რადგან ქალაქები ცეცხლის ქვეშაა. როდესაც რუსეთში იტყვიან, რომ უბრალოდ მოქალაქეებს არავინ ებრძვის, მათ ეს ფოტოები ანახეთ. ეს იმ ბავშვების სახეებია, რომლებიც აღარ გაიზრდებიან.

კიდევ რამდენი ბავშვი უნდა დაიღუპოს რუსი ჯარისკაცების ხელით, რომ ცეცხლი შეწყდეს და ჰუმანიტარულ დერეფანზე შეთანხმებას მიაღწიონ… ასეთი დერეფანი ახლა ყველაზე მეტად უკრაინის მჭიდროდ დასახლებულ ქალაქებშია საჭირო. იქ საკვების და წამლების გარეშე ასობით ბავშვი დაიღუპება. ოკუპანტები მთლიანად ოჯახებს ხოცავენ და მოხალისეებსაც, როდესაც ისინი ცდილობენ, ქალაქი დატოვონ ან პირიქით, შიგ შევიდნენ.

ნატო, ბოლოსდაბოლოს დახურე ცა უკრაინის თავზე რუსეთის თვითმფრინავებისთვის. გადაარჩინე ჩვენი ბავშვების სიცოცხლე, რომ შემდეგ აღარც თქვენი ბავშვები არ დაიხოცონ“, – წერს უკრაინის პრეზიდენტის მეუღლე.



თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა