თეგებით ძიება

"უკრაინა გადარჩება, გადავრჩებით ჩვენც - ეს უნდა ვიცოდეთ“ - ნანი ბრეგვაძე

მომღერალი, ნანი ბრეგვაძე რუსეთ-უკრაინის ომს ეხმაურება და უკრაინას სრულ მხარდაჭერას უცხადებს.

"ასე მგონია, კინოს ვუყურებ და ეს ჩვენი ამბავი არ არის. ყველას ერთი ემოცია აქვს, გაურკვევლობა კი არა, გაოცებაა, რომ 21-ე საუკუნეში ასეთი საშინელება მოხდა.

მათი ადგილი ნორმალურ ხალხში არ არის. რასაკვირველია, უკრაინელების გვერდით ვარ და მათი ცხოვრებაში შევდივარ. მე ახლა ამ სიტუაციაში ვცხოვრობ. ჩემს თავზე ვიღებ ამას. უკრაინელებო, თქვენ ხართ ნამდვილი პატრიოტები, გმირები. უკრაინა გადარჩება, გადავრჩებით ჩვენც - ეს უნდა ვიცოდეთ“, - განაცხადა ბრეგვაძემ.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა