9 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის
ნახეთ, ვის ელის წარმატებული დღე და პლანეტების მფარველობა:
ვერძი
ახალი ქონების შესაძენად კარგი დროა. სამსახურში ერთფეროვნება მოტივაციას დაგიკარგავთ. ოჯახთან ერთად სასიამოვნო დროს გაატარებთ. ახალი ინვესტიცია სასურველ შედეგს მოგიტანთ. საქმიანი ვიზიტი შესაძლოა გაუთვალისწინებელი მიზეზების გამო გადაიდოს. დროა ნეგატიური ფიქრებისგან განთავისუფლდეთ და მომავალს პოზიტიურად შეხედოთ.
კურო
სწორი გეგმა დაგეხმარებათ სამსახურში დაკისრებული ვალდებულებები დროულად შეასრულოთ. ხარჯებს სათანადო ყურადღება დაუთმეთ და მოერიდეთ ბევრი ნივთის შეძენას. ახალი ბიზნეს შემოთავაზება დაგაინტერესებთ და შესაძლოა ინვესტიციაც ჩადოთ. ოჯახი საღამოს სიურპრიზს მოგიწყობთ. ადამიანი, რომელიც მოგწონთ, სიყვარულში გამოგიტყდებათ.
ტყუპები
საღამოს მეგობრებთან წვეულებას მოაწყობთ და კარგ დროს გაატარებთ. სამსახურში თქვენი შრომა დაფასდება და სასურველ პოზიციას მიიღებთ. ქონებრივი დავა თქვენ სასარგებლოდ გადაწყდება. ფინანების მხრივ არც ისე კარგი მდგომარეობა გექნებათ. საღამოს რომანტიკული ვახშამი გელით.
კირჩხიბი
ოჯახთან ერთად მოგზაურობა ძალიან საინტერესო და სახალისო იქნება. დაავადებეისგან მარტივად განთავისუფლდებით. პროფესიულ საქმიანობაში წარმატებული დღე გეექნებათ და თქვენ მნიშვნელობას ყველა დაინახავს. შესაძლოა სახლი გაყიდოთ. შეყვარებულთან კონფლიქტი გულს გატკენთ, ამიტომ ეცადეთ ლმობიერება გამოიჩინოთ.
ლომი
სამსახურში წარუმატებელი დღე გექნებათ და შესაძლოა საქმე გააფუჭოთ. ახალი ამბავი ოჯახში ყველას გაახარებს და გააბედნიერებს. შესაძლოა ოფიცილური ვიზიტით წახვიდეთ საზღვარგარეთ. სტუდენტებისთვის კარგი დღეა. ადამიანი, რომლის მიმართ გრძნობებს მალავთ, ყველაფერს გაიგებს.
ქალწული
ჯანმრთელობის მიხრივ ყველა პრობლემას მარტივად მოაგვარებთ. თქვენს წინ უამრავი ახალი შესაძლებლობა გამოჩნდება. მოგზაურობა დადაებითი ემოციით აგავსებთ. სამსახურში საინტერესო დავალებას მიიღებთ და შეძლებთ კარიერული კუთხით განვითარდეთ. საყვარელი ადამიანის რომანტიკულ სიურპრიზს მოგიწყობთ.
სასწორი
ახალი გამოცდილების მისღებად კარგი პერიოდია. ჯანმრთელობის მხრივ შესაძლოა პრობლემები შეგექმნათ. გამორიცხული არ არის ბევრი ფული დახარჯოთ და ფინანსური კუთხით პრობლემეი შეგექმნათ. მოგზაურობა კარგი იქნება, შეძლებთ დაისვენოთ და განიტვირთოთ. უცხო ადამიანი თქვენს მიმართ ყურადღებას გამოიჩენს და მზად იყავით ახალი რომანისთვის.
მორიელი
მოგზაურობა ახალი იდეებით შთაგაგონებთ. თქვენი რჩევა მეგობარს დაეხმარება, რომ სამსახურში აიმაღლოს ავტორიტეტი. მედიტაცია და იოგა დაგეხმარებათ იპოვოთ სულიერი სიმშვიდე. ახალი შემოსავალი თქვენ ფინანსურ მდგომარეობას გააუმჯობესებს. საღამოს შეყვარებულთან ერთად მოსალოდნელია ვახშამი დაგეგმოთ.
მშვილდოსანი
ხანგრძლივი მოგზაურობა კარგ მოგონებებს შეგიქმნით. მემკვიდრეობით დიდ ქონებას მიიღებთ. კარგად დაფიქრდით სანამ რამეს იტყვით, შესაძლოა ადამიანი თქვენი დაუფიქრებლობით გაანაწყენოთ. სამსახურში საინტერესო დავალებას მიიღებთ. ვარსკვლავებ თქვენს მხარესაა და შესაძლოა მალე დაქორწინდეთ.
თხის რქა
ჯანსაღი ცხოვრება და ვარჯიში დაგეხმარებათ სასურველი ფორმა შეინარჩუნოთ. კარგი იქნება თუ დაზოგავთ ფინანსებს, რათა თავიდან აიცილოთ მოსალოდნელი კრიზისი. შესაძლოა ახალი საქმიანი წინადადება მიიღოთ. ქონებრივი დავა მალე მოგვარდება. შესაძლოა იგრძნოთ, რომ საყვარელი ადამიანი გაიგნორებთ, მაგრამ ეს ასე არ არის.
მერწყული
შესაძლოა საცხოვრებელი შეიცვალოთ და ახალი ბინის მესაკუთრე გახდეთ. თქვენი მიზნები მალე განხორციელედება, მთავარია რწმენა არ დაკარგოთ. ჯანსაღი ცხოვრების შესანარჩუნებლად კარგია ფიზიკური აქტივობა. ჩადებული ინვესტიცია კარგ მოგებას მოგიტანთ. სიყვარული დღეს ყველაზე მეტად გჭირდებათ, რათა დაიმუხტოთ პოზიტივით.
თევზები
თქვენი მოტივაცია გაიზრდება და შეძლებთ სამსახურში გამოავლინოთ საკუთარი უნარები. საინტერესო შემოთავაზება თქვენს ფინანსურ მდგომარეობას გააუმჯობესებს. ოჯახის და მეგორების მხრიდან მზრუნველობა დაგეხმარებათ მარტივად მოაგვაროთ არსებული პრობლემები. კარგად დაფიქრდით სანამ ადამიანთან სერიოზულ ურთიერთობას დაიწყებთ.