თეგებით ძიება

"ეს შეაჩერებს ინფლაციას ეს შეაჩერებს ლარის გაუფასურებას" - რას წერს ეკონომისტი ოთარ აბესაძე?

ეკონომისტი, ოთარ აბესაძე საქართველოში შექმნილი მძიმე ეკონომიკური მდგომარეობის შესახებ სოციალურ ქსელშო პოსტს აქვეყნებს.

"საწვავი ყველაზე “გაუბედურებულ” და არაბრენდირებულ “კალონკა”-ზე ღირს 3.4 ლარი
დოლარის კურსი 3.47 ლარი
დროით დინამიკურ მწკრივში ექსტრაპოლაციის შედეგად საწვავი გაიზრდება 50 თეთრით და ლარი კვლავ გაუფასურდება 40 თეთრით.
გააუქმეთ ეს დედა…….ი აქციზის გადასახადი საწვავზე და გაუშვით დღგ მცურავ რეჟიმზე (დასვით 10% ზე)

ეს შეაჩერებს ინფლაციას
ეს შეაჩერებს ლარის გაუფასურებას
ეს გააიაფებს საწვავს 85 თეთრით
ეს მისცემს ბიზნესს ახალი ბაზრების მოძიების საშუალებას
ეს როგორც მინიმუმ შეაჩერებს ფასების ზრდას
ეს ყველაფერი მოკლევადიან პეროოდში (6 თვე) და ამ პერიოდში აგრესიულად იმუშავეთ რომ მიიღოთ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი
ეს სტატუსი მოგვცემს ახალი ბაზრების, ინვესტიციების და ფინანსური ნაკადების საშუალებას, რომელიც ავტომატურად დაასტაბილურებს ზემოთაღნიშნულ პრობლემებს

ესე ძნელია ამ დედა…..ის გაგება? რა ენაზე აგიხსნათ? ინგლისურად? გერმანულად? რუსულად? მეტი ენა არვიცი და თუ სხვა ენა გინდათ ვისწავლი და იმ ენაზე აგიხსნით რომ ეს გაიგოთ

შემოიჭირეთ ქამრები ამ რეფორმით დაკარგავს ბიუჯეტი 4 მილიარდ ლარამდე და ეს კარგია კარგი ნაკლებ ლარს დახარჯავთ ამ გიჟური ინფლაციის ფონზე
გაანახევრეთ ადმინისტრაციული ხარჯი და ზემოდან ხარჯვით ნაწილს მოაკელით 2 მილიარდი ლარი
ვინ გასწავლათ ეკონომიკა, სად წაიკითხეთ, ვის უსმენთ ? ჯანმრთელად ხართ საერთოდ?“ – წერს ოთარ აბესაძე.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა