თეგებით ძიება

13 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის

ვერძი

მოსალოდნელია ცვლილებები, როგორც საქმიან ასევე პირად ცხოვრებაში. პრობლემებს მეგობრის რჩევით მარტივად მოაგვარებთ. ოჯახი ყველა თქვენს გადაწყვეტილებას მხარს არ დაუჭერს და შესაძლოა მცირე გაუგებრობას ჰქონდეს ადგილი. ქონებრივი დავა მარტივად მოგვარდება. რომანტიკული კუთხით პოზიტიურ ცვლილებებს ელოდეთ.

კურო

ოჯახთან ერთად დროის გატარება დადებითი ემოციით აგავსებთ. ჯანსაღი ცხოვრების წესი თქვენ ყოველდღიურობაზე დადებითად აისახება. სამსახურში დავალებას წარმატებით შეასრულებთ და ყველა დაგაფასებთ. განტვირთვის მიზნით კარგია მეგობრებთან ერთად წახვიდეთ საყიდლებზე. საყვარელ ადამიანთან ერთად მოგზაურობა დასამახსოვრებელი იქნება.

ტყუპები

პროფესიულ საქმიანობაში მოგეცემათ განვითარების შესაძლებლობა. კარგად დაფიქრდით სანამ მიიღებთ ინვესტირების გადაწყვეტილებას. მეგობარი თავის გრძნობებს გაგიზიარებთ და ეცადეთ მხარი დაუჭიროთ. ქონების შესაძენად კარგი პერიოდია. საპირისპირო სქესის წარმომადგენელი თქვენ წინადადებას არ დათანხმდება.

კირჩხიბი

კარგი იქნება თუ მეტ დროს დაუთმობთ საკუთარ თავს და იზრუნებთ ჯანმრთელობაზე. ოჯახი მხარს დაუჭერს თქვენ იდეებს და დაგეხმარებათ მათ განხორციელებაში. ყველა დაინახავს თქვენი საქმის მიმართ დამოკიდებულებას. შესაძლოა საზღვარგარეთ ოფიციალური მიზნით წახვიდეთ. თუ ხანგრძლივ ურთიერთობაში იმყოფებით გამორიცხული არ არის თავი იჩინოს კონფლიქტმა.

ლომი

ფინანსების სწორი მართვა და ახალი შემოსავლის ძიება სასურველ შედეგამდე მიგიყვანთ. ოჯახში მოსალოდნელია დადებითი ცვლილებები. თუ ახალი ადგილის მონახულებას ან ქალაქგარეთ ვიზიტს გეგმავთ ეს ხელსაყრელი პერიოდია. ქონების შეძენისას არ იჩქაროთ, მოიცადეთ სანამ თქვენი ფინანსების შესაფერისი ვარიანტი გამოჩნდება. სასიყვარულო ურთიერთობას შემდეგ ეტაპზე გადაიყვანთ.

ქალწული

სტრესის მოსახსნელად და სულიერი სიმშვიდისთვის კარგია იოგა და მედიტაცია. მეგობრის რჩევა დაგეხმარებათ მარტივად მოაგვაროთ ფინანსური პრობლემა. ოჯახის წევრს შესაძლოა მოულოდნელად დაქორწინდეს. დღეს უმჯობესია თავი შეიკავოთ შორ მანძილზე მოგზაურობისგან. შეყვარებული სიურპრიზს მოგიწყობთ.

სასწორი

უფროსებზე დადებითი შთაბეჭდილება კარიერული კუთხით წინსვლას მოგიტანთ. ოჯახი მხარს დაგიჭერთ და დააფასეთ მათი გვერდში დგომა. მოგზაურობის დასაგეგმად შესაფერისი დროა. ინვესტიცია კარგ შემოსავალს მოგიტანთ. თუ დაავადებები გაწუხებთ მალე გათავისუფლდებით. კარგი იქნება თუ საყვარელ ადამიანს სათანადო ყურადღებას დაუთმობთ.

მორიელი

წვეულება კარგად ჩაივლის და ყველა გაერთობა. ინვესტიციის ჩადებამდე კარგად დაფიქრდით, არ იჩქაროთ შესაძლოა უკეთესი შემოთავაზება მიიღოთ. პოზიტიური დღეა შეძლებთ ყველაფერის მარტივად მოგვარებას. თქვენი შრომისმოყვარეობა მალე პრემიით დაფასდება. ახალი თავგადასავლისთვის კარგი იმოგზაუროთ.

მშვილდოსანი

ჯანმრთელობის მხრივ ყველაფერი კარგად არის. შესაძლოა სწორი ნაბიჯები გადადგათ და ახალი ბიზნესიც დაიწყოთ. ოჯახთან ერთად სასიამოვნო დროს გაატარებთ. ქონებრივი საკითხის მოგვარებისას არავის ენდოთ. სამსახურში შეძლებთ ავტორიტეტის გამტკიცებას. არ არის საჭირო ყველას გაუხსნათ გული და აჩვენოთ თქვენი ნამდვილი სახე.

თხის რქა

ოჯახის პატარა წევრისთვის ინსპირაციის წყაროდ იქცევით. დრო თქვენს მხარესაა, ამიტომ ყველა შესაძლებლობა გამოიყენეთ და დაიწყეთ აქტიური ცხოვრება. ქონებრივი დავა თქვენს სასარგებლოდ გადაწყდება. ახალი მიმართულების შესწავლა კარიერულ განვითარებაში დაგეხმარებათ. სიყვარული ადამიანი იზრუნებს თქვენ დადებით განწყობაზე.

მერწყული

წარმატებული დღეა, თქვენ წინ ყველა კარი გაიღება და შეძლებთ მიიღოთ ახალი გამოცდილება. ქონებრივი დავა შემდეგი კვირისთვის გადადეთ. ოჯახში მოსალოდნელია მცირე გაუგებრობა, მაგრამ კონფლიქტი მალე განელდება. სამსახურში სტაბილური დღე გექნებათ. უცხო ადამიანი თქვენს დადებით განწყობას მოიპოვებს და ვახშამზე დაგპატიჟებთ.

თევზები

ინვესტიცია სტაბილურ შემოსავალს მოგიტანთ. პროფესიული კუთხით წარმატებული დღე გექნებათ. მოგზაურობა საინტერესო ემოციით აგავსებთ. დაფიქრდით თქვენ სამომავლო მიზნებზე. შესაძლოა საინტერესო საქმიანი წინადადება მიიღოთ. საყვარელი ადამიანი დღეს გაგილამაზებთ.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა