15 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის
ნახეთ, ვის ელის წარმატებული დღე და პლანეტების მფარველობა:
ვერძი
თუ სამსახურს ეძებთ, მალე საინტერესო შეთავაზებას მიიღებთ. თქვენი ოცნებების ასახდენად კარგი დროა. ფინანსების გასაზრდელად ახალი შემოსავლის ძიება მოგიწევთ. მოგზაურობისთვის კარგი დროა. ოჯახის პატარა წევრის წარმატება გულს გაგითბობთ. სიყვარული თქვენს კართანაა და დროა გახსნათ საზღვრები.
კურო
თქვენი ავტორიტეტის ასამაღლებლად მოგიწევთ შეიქმნათ პროფესონალური იმიჯი. სამსახურში თქვენი შრომა დაფასდება. ინვესტიცია კარგ შემოსავალს მოგიტანთ. საკუთარ თავს დაუთმეთ მეტი დრო და ყურადღება. საყვარელ ადამიანთან ერთად მოგზაურობა დადებითი ემოციით აგავსებთ.
ტყუპები
თქვენი შრომა და სურვილი რომ განვითარდეთ, სასურველ შედეგამდე მიგიყვანთ. სამსახურში ყველა დავალებას წარმატებით შეასრულებთ. საინტერესო სიახლე გაგაოცებთ. ქონებრივი დავა თქვენს სასარგებლოდ გადაწყდება. ოჯახთან ერთად კარგია პიკნიკზე წახვიდეთ და გაერთოთ.
კირჩხიბი
დროა გამოხატოთ საკუთარი უნარები და ყველას დაუმტკიცოთ თქვენი შესაძლებლობები. ახალი ბიზნესის დასაწყებად ხელსაყრელი პერიოდია. ოჯახი თქვენს გვერდითაა და მუდამ მხარს დაგიჭერთ. მოგზაურობა საინტერესო თავგადასავლად იქცევა. საყვარელი ადამიანი თქვენს დღეს გაალამაზებს.
ლომი
თქვენი სურვილი, რომ განვითარდეთ დაგეხმარებათ სამსახურში წინ წახვიდეთ და ახალი პოზიციაც დაიკავოთ. ჩადებული ინვესტიცია წარმატებული არ აღმოჩნდება. კარგი იქნება აიღოთ შვებულება და წახვიდეთ დასასვენებლად. ოჯახის გარემოცვაში მშვიდ საღამოს გაატარებთ.
ქალწული
სამსახურში მცირე გაუგებრობა თქვენ პროფესიულ საქმიანობაზე უარყოფით ზეგავლენას მოახდენს. ჯანმრთელობის მხრივ ყველა პრობლემას მარტივად მოაგვარებთ. შეყვარებულთან კამათი უარყოფით განწყობას შეგიქმნით.
სასწორი
ეცადეთ იპოვით ბალანსი თქვენს ამბიციასა და შესაძლებლობას შორის. თქვენი შრომისმოყვარეობა კოლეგების მხრიდან დაფასდება. სამართლებრივი დავა თქვენი გამარჯვებით დასრულდება. მეგობრებთან ერთად მაღაზიაში სასიამოვნო დროს გაატარებთ.
მორიელი
ახალი ბიზნესის დასაწყებად კარგი პერიოდია. იღბლიანი დღე გელით, თქვენ წინ ყველა კარი გაიღება. მეგობრის რჩევა დაგეხმარებათ სწორად გადაანაწილოთ ფინანსები. შეყვარებულს თქვენი მხარდაჭერა დასჭირდება. მოგზაურობა ახლა ყველაზე მეტად გჭირდებათ, რათა შეძლოთ განტვირთვა.
მშვილდოსანი
იღბალი თქვენ მხარესაა, ასე რომ, ელოდეთ საინტერესო შემოთავაზებას. სამსახურში შესაძლოა გადაიტვირთოთ, მაგრამ მეგობრები და ოჯახის წევრები ყველა სტრესს მოგიხსნიან. ჯანმრთელობის გასაუმჯობესებლად კარგია დაკავდეთ სპორტით. საღამოს საყვარელ ადამიანთან ერთად რომანტიკული ვახშამი გელით.
თხის რქა
შეძლებთ ყველა პრობლემას დამოუკიდებლად გაუმკლავდეთ. სამსახურში სტაბილური დღე გექნებათ. ეცადეთ პროფესიულ და პირად ურთიერთობას შორის მკვეთრი ზღვარი გაავლოთ. ფინანსური კუთხით სტაბილური შემოსავალი გექნებათ. დღე სასიამოვნო შეხვედრით დასრულდება.
მერწყული
ინვესტიციის მიღებამდე კარგად დაფიქრდით, სიჩქარემ შესაძლოა არასწორ გადაწყვეტილებამდე მიგიყვანოთ. გამორიცხული არ არის კოლეგასთან უთანხმოება შეგექმნათ, მაგრამ პრობლემას მალე მოაგვარებთ. ჯანსაღი ცხოვრების წესი დაგეხმარებათ მიაღწიოთ სასურველ ფორმას და გაიუმჯობესოთ ჯანმრთელობის მდგომარეობა.
თევზები
კარგი იქნება თუ წინასწარ გაწერთ სამუშაო დღეს, რათა დროულად შეასრულოთ ყველა ვალდებულება. დღეს შეგიძლიათ იყოთ ეგოისტები და მხოლოდ საკუთარ თავზე იფიქროთ. ახალი ინვესტიცია წარმატებული აღმოჩნდება. შეყვარებული საუცხოო სიურპრიზს მოგიწყობთ და ერთად სასიამოვნო დროს გაატარებთ.