თეგებით ძიება
15. 03. 2022 COVID - 19

კორონავირუსით კიდევ 16 ადამიანი გარდაიცვალა - ნახეთ, ბოლო 24 საათის სრული კოვიდსტატისტიკა

საქართველოში ბოლო 24 საათის განმავლობაში კოვიდინფიცირების 1 716 ახალი შემთხვევა დადასტურდა, 16 ადამიანი გარდაიცვალა, ხოლო 1 551 პირი გამოჯანმრთელდა. მონაცემები მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებგვერდზე, stopcov.ge-ზე განახლდა.

კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა 1 637 691-ს შეადგენს, სულ გამოჯანმრთელებულია 1 590 380 პირი, ხოლო კორონავირუსს საერთო ჯამში 16 585 პაციენტი ემსხვერპლა.

დადებითობის მაჩვენებელი: დღიური - 8,64%, ბოლო 14 დღის - 13,98%, ბოლო 7 დღის - 10,7%.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა