ექსპორტი 60%-ით გაიზარდა, ხოლო იმპორტის მონაცემი 53%-ით აღემატებოდა წინა წლის ამავე მაჩვენებელს - საქსტატი
საქსტატის ცნობით, თებერვალში ექსპორტი 60%-ით გაიზარდა და 429 მილიონ ამერიკულ დოლარს გაუტოლდა, ხოლო იმპორტის მონაცემი 53%-ით აღემატებოდა, წინა წლის ამავე მაჩვენებელს.
პარალელურად, "აწარმოე საქართველოში" აღნიშნავენ, რომ ექსპორტთან დაკავშირებით, რეგულარულად გასცემენ კონსულტაციებს და კომპანიებს შემსყიდველებთან დაკავშირებაში ეხმარებიან.
სააგენტოს მეშვეობით, კომპანიები ასევე ახერხებენ საერთაშორისო გამოფენებში მონაწილეობის და მასშტაბური შეკვეთების მიღებას.