თეგებით ძიება

"თუ ლუგარის ლაბორატორიაში რუს ინსპექტორებს არ დაუშვებენ, რუსეთი მასზე საჰაერო დარტყმას განახორციელებს" - რუსი ექსპერტი

"საქართველო უარს იტყვის დაუშვას რუსი ინსპექტორების განთავსება მის ტერიტორიაზე მდებარე ამერიკულ ბიოლოგიურ ლაბორატორიებში. ამ შემთხვევაში რუსეთს სრული უფლება აქვს მათზე სარაკეტო შეტევა განახორციელოს. ამის შესახებ სააგენტო REGNUM-ს MGIMO-ს სამხედრო-პოლიტიკური კვლევის ცენტრის წამყვანმა ექსპერტმა მიხაილ ალექსანდროვმა განუცხადა.

"საქართველო პირდაპირ უნდა გავაფრთხილოთ: ჩვენ ვითხოვთ ჩვენი ინსპექტორების დაშვებას ამ ობიექტებზე და თუკი ისინი უარს გვეტყვიან, მაშინ უნდა ვუთხრათ, რომ ჩვენ უბრალოდ გავანადგურებთ ამ ლაბორატორიას და მასზე საჰაერო დარტყმას განვახორციელებთ. იმ პირობებში, როდესაც ჩვენ ვატარებთ ოპერაციას უკრაინაში, რამდენიმე ფრთოსანი რაკეტა - ეს ისეთი წვრილმანია ჩვენთვის, რომ ასე ვთქვათ, მსოფლიოში ვერავინ შევამჩნევთ. დასავლეთი, რა თქმა უნდა, როგორც ყოველთვის დაიწყებს ყვირილს, მაგრამ რას იყვირებს? რა საჭიროა რუსეთის წინააღმდეგ მიმართული ბიოლაბორატორიების შექმნა? არ არის საჭირო!“ - აღნიშნა ექსპერტმა.

REGNUM-ი წერს რომ საქართველოს ტერიტორიაზე მოქმედებს ე.წ. „ლუგარის ცენტრი“, რომელიც ბიოლოგიური იარაღის განვითარების ამერიკული ლაბორატორიაა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა