თეგებით ძიება

მეწარმე სუბიექტებმა შეღავათებით სარგებლობისთვის თბილისის მერიაში განცხადება პირველ აპრილამდე უნდა წარადგინონ

დედაქალაქის მერის განცხადებით, თბილისის მერიის მიერ დაწესებული შეღავათებით სარგებლობისთვის მეწარმე სუბიექტებმა განცხადება პირველ აპრილამდე უნდა წარადგინონ.

კახა კალაძის თქმით, შეღავათები პანდემიის პერიოდში იჯარის გადასახადისგან გათავისუფლებას, გაცდენილი პერიოდის ვადის სახით აღდგენასა და სანქცია-საურავების ჩამოწერას გულისხმობს.

„ბიზნესის მხარდაჭერის პროგრამა ჩემი ერთ-ერთი საარჩევნო დაპირება იყო და ვიწყებთ მის განხორციელებას. ის ითვალისწინებს ათასზე მეტი მეწარმე სუბიექტისთვის მთელი რიგი ხელშემწყობი ღონისძიებების გატარებას. იმ ადამიანებს, ვისაც გსურთ პროგრამაში ჩართვა, მინდა მივმართო, რომ ისარგებლონ ამ შესაძლებლობით. შეღავათებით სარგებლობისთვის მეწარმე სუბიექტებმა თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს პირველ აპრილამდე უნდა მიმართონ“, - განაცხადა კალაძემ.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა