თეგებით ძიება

ლარი გაუფასურდა - ვალუტის კურსი

სებმა ეროვნული ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 16 მარტის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გამყარდა და 3.2274 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 3.2178 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებით 0.96 თეთრი შეადგინა.

გამყარდა ევრო, რომლის კურსი 3.5485 ლარია. მაშინ როცა დღეს მოქმედი კურსი 3.5383 ლარს შეადგენდა.
შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 1.02 თეთრი შეადგინა.

გამყარდა თურქული ლირა, რომელიც 0.2197 ლარს შეადგენს, ასევე გამყარდა ფუნტი და 4.2150 ლარი
ეღირება.

დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები, ხვალიდან 17 მარტიდან შევა ძალაში.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა