17 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის
ნახეთ, ვის ელის წარმატებული დღე და პლანეტების მფარველობა:
ვერძი
დღეს მოგიწევთ საკუთარ თავზე ბევრი პასუხისმგებლობა აიღოთ. ჯანმრთელობისთვის კარგია დაკავდეთ ჯანსაღი ცხოვრების წესით. ფინანსური კუთხით თქვენი მდგომარეობა გაუმჯობესდება. სამსახურში წარმატებული დღე გექნებათ. მოგზაურობა ძალიან საინტერესო, მაგრამ ამავდროულად დამღლელი აღმოჩნდება.
კურო
შესაძლოა მეგობრებთან ერთად სამოგზაუროდ წახვიდეთ და კარგი დრო გაატაროთ. შეძლებთ თქვენი გეგმები განახორციელოთ და განვითარდეთ. ფინანსური კუთხით კარგია დაიწყოთ ცვლილებები და მოიძიოთ ახალი შემოსავლის წყარო. ოჯახის პატარა წევრი დაიწყებს დამოუკიდებლად გადაწყვეტილების მიღებას. ეცადეთ შეყვარებულის მიმართ ნდობა და პატივისცემა გამოხატოთ.
ტყუპები
ჯანმრთელობის კარგი მდგომარეობა ენერგიით აგავსებთ. ფულის დაზოგვა შეგინარჩუნებთ სტაბილურ მდგომარეობას. მოგზაურობა დამღლელი აღმოჩნდება. თუ ქონების შეძენას გეგმავთ, ახლა სწორედ რომ შესაფერისი დროა. შეყვარებული წყვილებისთვის სასიამოვნო და რომანტიკული დღე იქნება.
კირჩხიბი
თქვენი მიღწევა იმაზე მეტ აღიარებას დაიმსახურებს, ვიდრე გეგონათ. კარგი იქნება თუ ოჯახს უფრო მეტ დროს დაუთმობთ. ხანმოკლე მოგზაურობა დადებითი ემოციით აგავსებთ. სამსახურში კოლეგების მხრიდან დიდ მხარდაჭერას იგრძნობთ. სიყვარული თქვენ გულს მოულოდნელად მოიცვავს.
ლომი
ჯანსაღი ცხოვრების წესი და სწორი კვება გამოგაცოცხლებთ. სამსახურში ყველა დაკისრებულ ვალდებულებას თავს წარმატებით გაართმევთ. სახლში დიდი დროის და ენერგიის დახარჯვა მოგიწევთ, რათა ყველამ იგრძნოს თქვენი მხარდაჭერა. შეინარჩუნეთ პოზიტივი და მომავლის იმედი. გამორიცხული არ არის, შეყვარებულთან ერთად სამოგზაუროდ წახვიდეთ.
ქალწული
თქვენი ფინანსური მდგომარეობა საგრძნობლად გაუმჯობესდება. სამსახურში კოლეგას თქვენი მხარდაჭერა დასჭირდება. სამსახურში შექმნილ პრობლემას მარტივად მოაგვარებთ. მეგობრები ყველა თქვენს გადაწყვეტილებას მხარს დაუჭერენ. ოჯახთან ერთად დროის გატარება დადებითი ემოციით დაგმუხტავთ.
სასწორი
ოცნებას აიხდენთ და თქვენთვის სასურველ ბინას შეიძენთ. სირთულეები მალე წარსულს ჩაბარდება და ყველა პრობლემას მოაგვარებთ. მეგობრის რჩევა ჯანმრთელობას გაგიუმჯობესებთ. დროა თქვენი კრეატიული ბუნება გამოამჟღავნოთ და სამსახურში პოზიცია შეიცვალოთ. მალე თქვენს ჰორიზონტზე სიყვარული გამოჩნდება.
მორიელი
სამსახურში წარმატებული დღე გექნებათ. ჯანმრთელობის მხრივ ყველა პრობლემა მოგვარდება და თავს ენერგიულად იგრძნობთ. ოჯახის მხრიდან მხარდაჭერა უარყოფით განწყობას შეგიცვლით. საქმიანი მოგზაურობა სასურველ შედეგს მოგიტანთ. ქონებრივი დავა თქვენს სასარგებლოდ გადაწყდება. ურთიერთობის გასამყარებლად დიდი დრო დაგჭირდებათ.
მშვილდოსანი
ახალი ინვესტიცია ფინანსური თვალსაზრისით წარმატებული აღმოჩნდება. საჭირო არ არის ყველას გაუხსნათ გული და აჩვენოთ თქვენი ნამდვილი სახე. კარგი დროა დიდი ხნის უნახავ მეგობრებს შეხვდეთ. პროფესიული რჩევა დაგეხმარებათ სწორად მართოთ ახალი ბიზნესი. მოგზაურობა სახალისო და საინტერესო იქნება. შესაძლოა, საყვარელ ადამიანს სათანადო ყურადღება ვერ მიაქციოთ.
თხის რქა
კარგი დროა ქალაქგარეთ გახვიდეთ, მოინახულოთ ღირსშესანიშნაობები და დაისვენოთ. ხანგრძლივი შრომა მოგიწევთ, რომ ყველამ დაგაფასოთ და წინ წახვიდეთ. ყოველდღიური რუტინა თქვენ ჯანმრთელობის მდგომარეობას ხელ შუწყობს. ფინანსური კუთხით ყველა პრობლემა მარტივად მოგვარდება. იღბალი თქვენ მხარესაა, ამიტომ ელოდეთ ახალ სიყვარულს.
მერწყული
ახალი ქონების ან სახლის შესაძენად ხელსაყრელი პერიოდია. დადებითი მოგონებები პიზიტიურ განწყობას შეგიქმნით. ინვესტიციის ჩადებამდე ყველა დეტალი წინასწარ განსაზღვრეთ. ოჯახზე ზრუნვა დიდ დროს წაგართმევთ. შესაძლოა სამოგზაუროდ თქვენთვის საყვარელ ქვეყანაში წახვიდეთ.
თევზები
სამუშაო დღის სწორად დაგეგმვა დაგეხმარებათ ყველა დავალება დროულად დაასრულოთ. კარგი იქნება თუ საკუთარ თავზე მეტ პასუხისმგებლობას აიღებთ. დღეს ყველა დეტალს სათანადო ყურადღება დაუთმეთ. მემკვიდრეობით შესაძლოა დიდი ქონება მიიღოთ. საყვარელ ადამიანთან ერთად სასიამოვნო საღამოს გაატარებთ.