"დაბომბვით გვემუქრება...რუსულ სალაროში გაშვებული ყველა თეთრით რუსები ჩვენივე მკვლელობის იარაღს აფინანსებენ. საკუთარ სიკვდილში ნუ გადავიხდით ფულს" - ნათია ფანჯიკიძე
ფსიქოლოგი, ნათია ფანჯიკიძე აგრესორი რუსეთის მიმართ ეკონომიკური წნეხის შესახებ წერს და მოქალაქეებს რუსული პროდუქტების მოხმარებისგან თავშეკავებისკენ მოუწოდებს:
"ცხინვალიდან ტანკები გაიყვანა ურდომ, უკრაინისკენ გადაისროლა, გულდაწყვეტილია და თან, ჭკვიანად რომ ვიყოთ, დაბომბვით და ქიმიური იარაღით გვემუქრება.
კიდევ შეგახსენებთ ძველ რაჭულ ანდაზას " ზღვა კოვზით დაილევა", თითოეულმა ადამიანმა რომ არ გადავიხადოთ არცერთი თეთრი რუსულ პროდუქტში, მთლიანობაში ამითაც დავარტყამთ. რუსულ სალაროში გაშვებული ყველა თეთრით რუსები ჩვენივე მკვლელობის იარაღს აფინანსებენ. საკუთარ სიკვდილში ნუ გადავიხდით ფულს, რამდენადაც უშუალოდ ხელი მიგვიწვდება. ასევე არ დაგავიწყდეთ, 2000-ზე მეტი ჩვენი ჯარისკაცია უკრაინაში. იყიდი რუსულ მაკარონს, - აფინანსებ მათთვის სასროლ ტყვიას. ლუკოილიც რუსულია, იცოდეთ. გადადით სხვა საწვავზე. გთხოვთ.
პ.ს. არ დაგავიწყდეთ, რომ ამ მუქარის საფუძველი არ გააჩნიათ, - მილიონჯერ არიან ნამყოფი ლუგარში", - წერს ნათია ფანჯიკიძე.