18 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის
ნახეთ, ვის ელის წარმატებული დღე და პლანეტების მფარველობა:
ვერძი
იღბალი თქვენს მხარესაა და შეძლებთ ახალი სახლის ყიდვას. ჯანმრთელობის ყველა პრობლემა მოგვარდება და თავს ენერგიულად იგრძნობთ. მოგიწევთ შეადგინოთ გეგმა და დაიწყოთ ახალი შემოსავლის ძიება. ოჯახთან მხიარულ დროს გაატარებთ. შეყვარებულთან ერთად შესაძლოა სამოგზაუროდ წახვიდეთ.
კურო
თქვენ წინ უამრავი გამოწვევაა და მნიშვნელოვანია სწორი ნაბიჯები გადადგათ. დღეს სახლისთვის ბევრ ნივთს შეიძენთ, რაც თქვენ ფინანსურ მდგომარეობაზე უარყოფითად აისახება. სამსახურში თქვენი რეპუტაცია გაიზრდება. ოჯახთან უთანხმოება საღამოს გაგიფუჭებთ.
ტყუპები
მოგზაურობა ძალიან სახალისო აღმოჩნდება. დროა ცვლილებები დაიწყოთ, ახალი სფერო შეისწავლოთ და განვითარდეთ. ქონებრივი დავა თქვენს სასარგებლოდ გადაწყდება. ჯანმრეთელობის მხრივ პოზიტიურ ცვლილებებს ელოდეთ. ოჯახში ყველა პასუხისმგებლობა თქვენ დაგეკისრებათ. საყვარელი ადამიანის გულის მოსაგებად ყველაფერი გააკეთეთ.
კირჩხიბი
ინვესტირებისთვის კარგი დროა. ცხოვრების წესის შეცვლა დაგეხმარებათ გაიუმჯობესებთ ჯანმრთელობის მდგომარეობა. პროდუქტიული დღე გექნებათ და შეძლებთ სამსახურში წარმატებას მიაღწიოთ. მოგზაურობა სახალისო იქნება. ვარსკვლავები საჩუქარს გიმზადებენ, ასე რომ ელოდეთ ახალ სიყვარულს.
ლომი
თქვენთვის ავტორიტეტული ადამიანი დაგეხმარებათ მარტივად მოაგვაროთ ფინანსური პრობლემები. ინვესტირებისთვის კარგი დროა. ოჯახთან ერთად სასიამოვნო დროს გაატარებთ. ქონებრივი დავა თქვენ სასარგებლოდ გადაწყდება. ახალგაზრდა წყვილებისთვის დაძაბული დღეა.
ქალწული
ფიტნესი და სწორი კვება კარგ ფიზიკურ ფორმას შეგინარჩუნებთ. იღბლიანი დღე გექნებათ და შეძლებთ ყველაფერი მარტივად მოაგვაროთ. შინაგანი მოტივაცია დაგეხმარებათ სამსახურში პოზიცია შეიცვალოთ. ოჯახის მხრიდან მხარდაჭერას იგრძნობთ. საღამოს შესაძლოა სასიამოვნო წვეულებაზე აღმოჩნდეთ.
სასწორი
თუ სამსახურს ეძებთ დღეს საინტერესო შეთავაზებას მიიღებთ. მეგობრებთან ერთად კარგ დროს გაატარებთ. სამსახურში უფროსი კარგად შესრულებული დავალებების გამო შეგაქებთ. ინვესტიცია სასურველ შედეგს მოგიტანთ და შეძლებთ ახალი ბიზნესი დაიწყოთ. შეყვარებულთან ერთან სასიამოვნო დროს გაატარებთ.
მორიელი
მოგიწევთ სწორი ნაბიჯები გადადგათ, რომ შეძლოთ უზრუნველი მომავლის შექმნა. პოზიტიური ფიქრები თქვენ მენტალურ მდგომარეობაზე დადებითად იმოქმედებს. მოსალოდნელია ფინანსუსრი პრობლემები შეგექმნათ. კარგი იქნება თუ დროებით გაწყვეტთ სასიყვარულო ურთიერთობას.
მშვილდოსანი
სასურველი შედეგის მისაღწევად ხანგრძლივი შრომა და მუდმივი განვითარება დაგჭირდებათ. მეგობრის რჩევა დაგეხმარებათ მართოთ ფინანსები და თავიდან აირიდოთ კრიზისი. ძველი მეგობარი დღეს გაგილამაზებთ. მოგზაურობა მოსაწყენი აღმოჩნდება. დღეს რომანტიკული კუთხით უამრავი საინტერესო შესაძლებლობა გექნებათ, ასე რომ გამოიყენეთ.
თხის რქა
ჯანმრთელობის კარგი მდგომარეობა დადებით განწყობას შეგიქმნით. სამსახურში სტაბილური დღე გექნებათ. მეგობარს თქვენი მხარდაჭერა დასჭირდება. ინვესტიცია კარგ შემოსავალს მოგიტანთ. შეყვარებულებისთვის ფანტასტიკური დღეა.
მერწყული
ფინანსური კუთხით სტაბილურ მდგომარეობას შეინარჩუნებთ. ოჯახში არსებული გაუგებრობა თქვენს განწყობაზე უარყოფითად იმოქმედებს. ქონებრივი დავა თქვენს სასარგებლოდ გადაწყდება. შესაძლოა ახალი ურთიერთობა დაიწყოთ და გული გახსნათ სიყვარულს.
თევზები
თქვენი რჩევა და დარიგება დღეს ბევრ ადამიანს დასჭირდება. ოჯახის წევრებს შორის დაძაბული ურთიერთობა გულს გატკენთ. ინვესტიციისა და ახალი ბიზნესის დასაწყებად ხელსაყრელი პერიოდია. გაუგებრობას მარტივად მოაგვარებთ. შეყვარებულთან ერთად საღამოს კინოში ან კაფეში წახვალთ.