ლარი კვლავ გამყარდა - ვალუტის კურსი
სებმა ეროვნული ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 18 მარტის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გაუფასურდა და 3.2096 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 3.2209 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებით 1.13 თეთრი შეადგინა.
გაუფასურდა ევრო, რომლის კურსი 3.5431 ლარია. მაშინ როცა დღეს მოქმედი კურსი 3.5549 ლარს შეადგენდა.
შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 1.18 თეთრი შეადგინა.
გაუფასურდა თურქული ლირა, რომელიც 0.2168 ლარს შეადგენს, ასევე გაუფასურდა ფუნტი და 4.2145 ლარი
ეღირება.
დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები, ხვალიდან 19 მარტიდან შევა ძალაში.