თეგებით ძიება

თბილისში, "მიხაილოვის საავადმყოფო” რუსმა ოლოგარქმა იყიდა

საქართველო რუს მილიარდერს უკრაინაში ომის ფონზე, აუქციონით კულტურული მემკვიდრეობის შენობას გადასცემს.

"ფორმულას" ინფორმაციით, მიხაილოვის ისტორიული საავადმყოფოს მთლიანი ტერიტორია - 8 შენობა ეზოებით, ჯამში 20 000 კვადრატულზე მეტი შალვა ბრეუსმა 16 მილიონ ლარად იყიდა. შალვა ბრიუსი, გენერალ ალექსანდრე ლებედთან დაახლოებული ოლიგარქია. ბრიუსს საქართველოს მოქალაქეობაც აქვს. შესყიდვა 18 დღის წინ განხორციელდა.

bm.ge-ს ცნობით კი, შენობა და მის გარშემო არსებული მიწა სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მიერ გამოცხადებული აუქციონის შედეგგად შეიძინა შპს “ჰანსმა”, რომელსაც რუსი ბიზნესმენი შალვა ბრეუსი ფლობს.

აუქციონის ჩანაწერების მიხედვით, მასში მხოლოდ ერთი პრეტედენტი იღებდა მონაწილეობას და ტერიტორია ერთი ბიჯის შედეგად, 16,020,000 ლარად გაიყიდა.

ბიზნეს რეესტრის ამონაწერის მიხედვით, შალვა ბრეუსი საქართველოს და რუსეთის ორმაგი მოქალაქეა. მისი ბიოგრაფიის თანახმად, ბრეუსი 1998-1999 წლებში რუსეთის კრასნოიარსკის მხარის გუბერნატორის ალექსანდრ ლებედის პირველი მოადგილე იყო, ხოლო 2000 წლიდან 2003 წლის იანვრამდე რუსეთის ფედერაციის ქონებრივი ურთიერთობის მინისტრის მოადგილე იყო. 2003 წლიდან ცელულოზის კომბინატ “ვოლგას” დირექტორთა საბჭოს ხელმძვანელობდა, შემდგომ კი მისი მესაკუთრეც გახდა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა