კორონავირუსით კიდევ 8 ადამიანი გარდაიცვალა - ნახეთ, ბოლო 24 საათის სრული კოვიდსტატისტიკა
საქართველოში ბოლო 24 საათის განმავლობაში კოვიდინფიცირების 368 ახალი შემთხვევა დადასტურდა, 8 ადამიანი გარდაიცვალა, ხოლო 1225 პირი გამოჯანმრთელდა. მონაცემები მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებგვერდზე, stopcov.ge-ზე განახლდა.
კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა 1 642 242-ს შეადგენს, სულ გამოჯანმრთელებულია 1 599 511 პირი, ხოლო კორონავირუსს საერთო ჯამში 16 671 პაციენტი ემსხვერპლა.