თეგებით ძიება
22. 03. 2022 COVID - 19

"პირდაპირ გეტყვით, რომ ძალიან გული მწყდება, გაბრაზებული ვარ ჩემ თავზეც, ასევე გაბრაზებული ვარ სამწუხაროდ თქვენზეც" - რამ გააბრაზა ამირან გამყრელიძე?

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ ბრიფინგზე განაცხადა, რომ გაბრაზებულია, რადგან 400 ათასამდე ფაიზერის ვაქცინა, რომელსაც ვადა 31 მარტამდე აქვს აუთვისებელი რჩება.

"დღეის რიცხვით დახარჯულია დაახლოებით 1 მილიონ 700 ათასამდე დოზა ფაიზერი ანუ სადღაც 400 ათას დოზამდე სამწუხაროდ, რომელსაც ვადა აქვს 31 მარტამდე აუთვისებელი რჩება. ათვისებულია პირველ რიგში, რა თქმა უნდა, ამერიკის დონაცია, რომელიც პირველი შემოვიდა ივლისში და სრულად იქნა აგვისტო-სექტემბერში ათვისებული.

აცრის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი 23 ათასი გვქონდა აგვისტოში ცოტა მეტი და 20 ათასი გვქონდა სექტემბერში. ასევე სრულად იქნა ათვისებული, რაც ბიუჯეტით იქნა ნაყიდი. დანარჩენი დონაციები შედარებით მოგვიანებით შემოვიდა.

პირდაპირ გეტყვით, რომ ძალიან გული მწყდება, გაბრაზებული ვარ ჩემ თავზეც, ასევე გაბრაზებული ვარ სამწუხაროდ თქვენზეც, ვინც არ აცრილა და ასაცრელად არ მივიდა, რომ ასეთი ძვირფასი და სისხლით ნაშოვნი ვაქცინა, რომელსაც შეეძლო ძალიან ბევრი ადამიანის სიცოცხლე დაეცვა მიუხედავად ბევრი საუბრისა, ხვეწნისა, ადამიანები არ მოვიდნენ და არ აიცრნენ.

დანარჩენი სხვა ვაქცინები, დაახლოებით 2 მილიონი დოზა „სინოფარმი“ და სინოვაკი გვაქვს. მათ ვადა აქვს 2023 წლის ივლისამდე“, - აცხადებს ამირან გამყრელიძე.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა