კორონავირუსით კიდევ 7 ადამიანი გარდაიცვალა - ნახეთ, ბოლო 24 საათის სრული კოვიდსტატისტიკა
24 მარტის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 599 ახალი შემთხვევა დადასტურდა, 7 ადამიანი გარდაიცვალა.
ჰოსპიტალში Covid 19-ის მკურნალობას 739 პაციენტი განაგრძობს.
ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, შემცირებულია ჰოსპიტალიზებულ პირთა რაოდენობა, როგორც რეანიმაციულ, ისე თერაპიულ განყოფილებაში.
მათივე ცნობით, ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესების დადებითი დინამიკა შენარჩუნებულია.