მთავრობა ვაქცინაციის წამახალისებელ ღონისძიებებს იწყებს
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, მთავრობა მალე ვაქცინაციის ახალ გეგმას დაამტკიცებს, სადაც მთელი რიგი წამახალისებელი ღონისძიებებია გაწერილი.
"ვაქცინაციის ახალი გეგმაა, რომელსაც ვფიქრობ, მთავრობა მალე დაამტკიცებს. იქ მთელი რიგი წამახალისებელი ღონისძიებებია. მონეტარული წახალისება გრძელდება", - აღნიშნავს გამყრელიძე.
გარდა ამისა, მან აუთვისებელ დოზებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ შეწუხებულია იმ ფაქტით, რომ მოწოდების და მუდარის მიუხედავად, 400 ათასი დოზა "ფაიზერი" აუთვისებელი დარჩა.