თეგებით ძიება

კომპანია „ენკამ“ საქართველოს მთავრობასთან კონტრაქტი ოფიციალურად გაწყვიტა

ENKA Insaat-ის 2021 წლის ფინანსური ანგარიშის მიხედვით ირკვევა, რომ საქართველოს მთავრობასა და ENKA Renewables-ს შორის ნამახვანჰესის მშენებლობასთან დაკავშირებული საინვესტიციო ხელშეკრულება ოფიციალურად არის გაწყვეტილი.

კომპანიის ფინანსურ ანგარიშში დაკონკრეტებულია, რომ აღნიშნული ხელშეკრულება საქართველოს მთავრობასთან, ენერგეტიკის განვითარების ფონდთან, სს ნამახვანთან, სს ელექტროსისტემის კომერციულ ოპერატორსა და საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემასთან იყო გაფორმებული.

როგორც „ენკას“ ანგარიშიდან ირკვევა, კომპანიამ თავის მფლობელობაში არსებული 40 მილიონ აშშ დოლარზე მეტი ღირებულების აქტივები ჩამოწერა.

"ხელშეკრულების გაწყვეტა საქართველოს მთავრობის მხრიდან შეთანხმებული პირობების დარღვევისა და ფორსმაჟორული სიტუაციების გამო მოხდა. იქიდან გამომდინარე, რომ აღჭურვილობა და სხვა საწარმოო დანადგარები არ იყო გამოყენებული, 2021 წლის 31 დეკემბრისთვის 40 389 აშშ დოლარის ღირებულების წმინდა საბალანსო ღირებულების ძირითადი საშუალებების და აღჭურვილობის ჩამოწერა მოხდა", - ნათქვამია ENKA INSAAT-ის ფინანსურ ანგარიშში და აღნიშნულია, რომ ENKA საქართველოში 800 მილიონი დოლარის თანხის ინვესტირებას გეგმავდა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა