ლარი გამყარდა - ვალუტის კურსი
სებმა ეროვნული ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 24 მარტის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გაუფასურდა და 3.2372 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 3.2385 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებით 0.13 თეთრი შეადგინა.
გაუფასურდა ევრო, რომლის კურსი 3.5561 ლარია. მაშინ როცა დღეს მოქმედი კურსი 3.5630 ლარს შეადგენდა.
შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.69 თეთრი შეადგინა.
გაუფასურდა თურქული ლირა, რომელიც 0.2179 ლარს შეადგენს, ასევე გაუფასურდა ფუნტი და 4.2705 ლარი
ეღირება.
დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები, ხვალიდან 25 მარტიდან შევა ძალაში.