"თუ ახალი ჰიბრიდული შტამი გაჩნდა, ის არ უნდა იყოს ისეთი მძიმე, როგორიც "დელტა" იყო" - ამირან გამყრელიძის პროგნოზი
დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორი, ამირან გამყრელიძე ჰიბრიდული შტამის გაჩენასთან დაკავშირებით პროგნოზს აკეთებს.
"მაინც ფიქრობენ, რომ გარკვეული ტალღები იქნება, ძირითადად, "ომიკრონის", ან ამ ჰიბრიდის, მაგრამ უმეტესობა ემხრობა იმას, რომ თუ ახალი ჰიბრიდული შტამი გაჩნდა, ის არ უნდა იყოს ისეთი მძიმე, როგორიც "დელტა" იყო, ანუ თანდათან ვირუსის აგრესიულობა უნდა შემცირდეს. თუმცა, ხაზს ვუსვამ, რომ ამის პროგნოზის გაკეთება, ჯერჯერობით, რთულია,"- განაცხადა ამირან გამყრელიძემ.