კორონავირუსით კიდევ 10 ადამიანი გარდაიცვალა - ნახეთ, ბოლო 24 საათის სრული კოვიდსტატისტიკა
საქართველოში ბოლო 24 საათის განმავლობაში კოვიდინფიცირების 590 ახალი შემთხვევა დადასტურდა, 10 ადამიანი გარდაიცვალა, ხოლო 3 247 პირი გამოჯანმრთელდა. მონაცემები მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებგვერდზე, stopcov.ge-ზე განახლდა.
კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა 1 645 301-ს შეადგენს, სულ გამოჯანმრთელებულია 1 611 688 პირი, ხოლო კორონავირუსს საერთო ჯამში 16 698 პაციენტი ემსხვერპლა.