მსჯავრდებულებს სასჯელის ვადა შეუმცირდებათ - ნახეთ, ვის შეეხება ამნისტიის კანონი
დღეს საკანონმდებლო ორგანოში ამნისტიის კანონპროექტი განიხილება. სასჯელი შეუმცირდება მათ, ვისაც პანდემიის გამო უფლებები შეეზღუდათ - მაგალითად აეკრძალათ პაემნები.
"ქართული ოცნების" მიერ შეთავაზებული ცვლილებით, ასეთ მსჯავრდებულებს სასჯელის ვადა 28 დღით შეუმცირდებათ. რაც შეეხება "გირჩს", ვადას არასაკმარისად მიიჩნევს და მის სულ მცირე, სამ თვემდე გაზრდას ითხოვს.
ცნობისთვის, პარლამენტმა "ამნისტიის შესახებ" კანონპროექტი, პირველი მოსმენით წინა სასესიო კვირაში განიხილა და 91 ხმით მიიღო.