თეგებით ძიება
25. 03. 2022 სპორტი

"ახლა ვთვლი, რომ ცსკა-ში მაინც არ უნდა გადავსულიყავი..." - რას ამბობს თორნიკე შენგელია?~

კალათბურთელი თორნიკე შენგელია, რომელიც რუსული ცსკა-დან მას შემდეგ წამოვიდა, რაც რუსეთი უკრაინაში შეიჭრა ადგილობვროვ მედიასთან ამბობს:

“რუსეთიდან წასვლის გადაწყვეტილება ადვილად მივიღე, მიუხედავად იმისა, რომ ომი პირადად მოსკოვს არ ეხებოდა, ჩემი ოჯახი საფრთხეში იყო. ომის დროს არასდროს იცი, როდის რა მოხდება. პირველ რიგში, ოჯახი გავამგზავრე, შემდეგ კი, თავადაც დავტოვე რუსეთი.

რატომ წავედი რუსეთში სათამაშოდ? ცსკა-მ ოთხწლიანი კონტრაქტი შემომთავაზა, მაგრამ, სანამ არ დაამატეს პირობა, რომ საქართველოს ნაკრებში თამაშს ყოველთვის შევძლებდი, არ დავთანხმდი. ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია ნაკრებს მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის გავლაში დავეხმარო. ამასთან, ცსკა ევროპის ერთ-ერთი ტოპკლუბია და ევროლიგის მოგების იდეა ჩემთვის მიმზიდველი იყო.

ახლა ვთვლი, რომ ცსკა-ში მაინც არ უნდა გადავსულიყავი. კლუბის პრეზიდენტი, მწვრთნელები, თანაგუნდელები ყველაფერს აკეთებდნენ, რომ თავი კომფორტულად მეგრძნო. ამისთვის მადლობა მათ. თუმცა, გულის სიღრმეში ვგრძნობდი, რომ არ ვიყავი ის, ვინც ვარ. სხვა კალათბურთელი, სხვა ადამიანი ვიყავი. თითქოს იქ არ ვიყავი.

დავბრუნდები თუ არა ცსკა-ში ოდესმე? არა, არ დავბრუნდები მაშინაც კი, როცა ომი დასრულდება“, - თქვა კალათბურთელმა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა