თეგებით ძიება

"სესხის აღების კუთხით საბანკო რეგულაციების გამკაცრება იგეგმება..." - რა ინფორმაციას ავრცელებს ოთო აბესაძე?

პროფესორი ოთო აბესაძის ინფორმაციით, სესხის აღების კუთხით საბანკო რეგულაციების გამკაცრება იგეგმება, ამიტომ მსურველებს უძრავი ქონების ყიდვს ურჩევს:

"გულწრფელად გირჩევთ, ვინც უძრავი ქონების შეძენას გეგმავთ არ გადადოთ ‼️
იგეგმება საბანკო რეგულაციების გამკაცრება სესხის აღების კუთხით.
სამშენებლო სამუშაოების წარმოება (ჯამში ყველა კომპონენტი) გაძვირებულია საშუალოდ 40% - ით.
არსებულ, მიმდინარე მშენებლობებზე უძრავი ქონების შეძენა ჯერ კიდევ შესაძლებელია არსებული ფასის (საშუალოდ 1 კვ. მეტრი 800 USD) ფარგლებში.

ვინც მშენებლობა დაიწყო განვლილი 3 თვის განმავლობაში, ან ეხლა იწყებს და ან მომავალში დაიწყებს, უძრავი ქონების ფასი იქნება ახალი კალკულაციით დაანგარიშებული.

საშუალოდ 8 თვეში, დღეს არსებული ფასი (საშუალოდ 1 კვ. მეტრი 800 USD) სასაცილოდ მოგეჩვენებათ. ახალი ფასი დაკორექტირდება საშუალოდ 1300 USD - ს ფარგლებში.
P.S ‼️‼️‼️
სასვავზე 6 თვის წინ გაფრთხილებდით? დიახ, დღეს ღირს 4.2 ლარი.
სურსათზე 6 თვის წინ გაფრთხილებდით? დიახ, დღეს არის საშუალოდ 30% ით ძვირი.
ინფლაციაზე გაფრთხილებდით? დიახ, ბოლო პარამეტრებით ეს არის 13.9% და ახალი დაანგარიშებით იქნება საშუალოდ 15%.
გაითვალისწინეთ რჩევა უძრავ ქონებაზე", - წერს აბესაძე.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა